აჭარის საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებზე ჯამში 13 ათას 111 ხმა გაბათილდა. აქედან 5 ათას 8 29 პროპორციული და 7 ათას 282 მაჟორიტარული. ხომ არ დადგება არჩევნების ჩატარების აუცილებლობა რომელიმე ოლქში და იქონიებს თუ არა გავლენას ბიულეტენების გაბათილება წინასწარ შედეგებზე?