ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი 82 წლის მამაკაცია. პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში მკურნალობდა.
"პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 29 სექტმებრიდან მკურნალობდა.
დიაგნოზი: COVID -19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია. თანმხლები დაავადება: გულის მწვავე უკმარისობა.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 1 ოქტომბერს"-აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
საქართველოს მასშტაბით ეს უკვე კორონავირუსით გარდაცვალების 41-ე შემთხვევაა.