ვფიქრობ, რამდენიმე დღე პიკი გვექნება, შემდეგ კი რაოდენობა შემცირდება - მარინა ენდელაძე

01 ოქტომბერი 2020, 12:14 1253 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, რამდენიმე დღის განმავლობაში  განმავლობაში შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების პიკი იყოს, შემდეგ კი რაოდენობა თანდათან შემცირდება.

„რა თქმა უნდა, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მომატებულია. ხდება აქტიური დატეტსტვა ყველა ახალი შემთხვევის. ამდენად, მოსალოდნელი იყო მატება. ასეთი აქტიური დატესტვების შემდეგ თანდათან მოიკლებს რაოდენობა, რადგან ვლინდება ყველა ინფიცირებული. შესაბამისად, ვფიქრობ, რამდენიმე დღე პიკი კიდევ გვექნება და თანდათან კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა შემცირდება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში