მარნეულში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით განცხადება ,,ქართული ოცნების“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა. განცხადებაში მითითებულია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა საოლქოს ადმინისტრაციაში შეჭრის მცდელობას და ცესკოს ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ფიზიკურ ძალადობას. მმართველი პარტია ოპოზიციას კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებს.