დაპირისპირება მარნეულში - დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები

30 სექტემბერი 2020, 11:44 1612 ნახვა

მარნეულში ფიზიკური დაპირისპირბის შედეგად მედიის წარმომადგენლები და ოპოზიციის წევრები დაშავდნენ. ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო. დაშავდა  მთავარი არხის 4 თანამშრომელი, ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედ ალი მძიმე დაზიანებებით \თბილისში  საავამდყოფოში გადაიყვანეს. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ პირველი არხის ოპერატორსაც და დაუმტვირეს ტექნიკა. დაშავებულია ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრიც, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ ქართული ოცნების წევრებმა მიაყენეს დაზიანებები.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში