სასამართლომ არაადამიანურ მოპყრობაში, ,,კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავედ ცნო

23 თებერვალი 2023, 18:30 942 ნახვა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში ბრალდებული შვიდი პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის თებერვალსა და მარტში, „ქურდული სამყაროს“ წევრები თბილისში, ქუთაისში და ბათუმში მოდავე მხარეებს შორის, „კანონიერი ქურდების“ დავალებით „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ და დაზარალებულებს ფულადი თანხის გადახდას სთხოვდნენ. ამასთან, სადაო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, ბრალდებულები უცხო ქვეყანაში გადავიდნენ, სადაც „კანონიერი ქურდების“ მონაწილეობით ქურდული გარჩევა მოაწყვეს, რაშიც „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი პირიც მონაწილეობდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში