საქართველოში რაგბის ჩემპიონატი მაყურებლის გარეშე განახლდება

29 სექტემბერი 2020, 17:20 2365 ნახვა

საქართველში რაგბის ეროვნული ჩემპიონატების განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

"რაგბის კავშირი, სრულად ითვალისწინებს ეპიდემიოლოგების და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს და ჯერჯერობით, შიდა ჩემპიონატის მატჩები, ყველა დივიზიონში, მაყურებელთა დასწრების გარეშე ჩატარდება.

მთავრობის დადგენილებით, ღია სივრცეში არაუმეტეს 200 კაცის შეკრებაა დაშვებული. თუმცა რაგბის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ნორმის შესრულების პროცესში, შესაძლოა გარკვეული სირთულეები წარმოქმნილიყო, რისი თავიდან ასარიდებლად, ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტრიბუნებზე მაყურებლის დაშვება ეპიდ-მდგომარეობის დასტაბილურებამდე აიკრძალა.

შეგახსენებთ, რეგიონალ ლიგის 2020/2021 წლების სეზონი გასულ კვირაში, 4 თამაშით დაიწყო; პირველი ლიგის პირველი ტურის შეხვედრები 3-4 ოქტომბერსაა ჩანიშნული; ხოლო დიდი 10-ის გარდამავალი სეზონი 7 ოქტომბერს იწყება. 2 ოქტომბერს იწყება ჭაბუკთა „ა“, ხოლო 7 ოქტომბერს ჭაბუკთა „ბ“ ლიგის მატჩები."- წერია რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში