''ჯენოაში'' ეპიდაფეთქებაა

29 სექტემბერი 2020, 12:27 1229 ნახვა

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის ‘’სერია A-ს" კლუბ ‘’ჯენოაში’’ ეპიდაფექებაა.

ადგილობრივი გამოცემის ‘’ფუტბოლ-იტალიას’’ ინფორმაციით კლუბში 14 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. 14 ინფიცირებულიდან 8 ფეხბურთელია. მათ შორის არიან მეკარე მატია პერინი და ნახევარმცველი ლასა შონე.

"კლუბი ადასტურებს, რომ კორონავირუსზე ტესტირების შედეგად, დადებითი პასუხების რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. კლუბი იცავს ყველა დადგენილ წესს და მისდევს პროტოკოლს. ყველა საჭირო ორგანო საქმის კურსშია’’ - წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

კვირას ‘’ჯენოას’’ და ‘’ნაპოლის’’ შეხვედრა გაიმართა, სადაც ნეაპოლელებმა 6-0 იმარჯვეს. ამ დროისთვის ‘’ნაპოლის’’ ფეხბურთელების და პერსონალის ტესტირების პასუხები უცნობია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი