გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 დაკავებულის წინასასამართლო სხდომა დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში განახლდება. ადვოკატთა ნაწილი კონკრეტული შუამდგომლობებით წარდგენას აპირებს - მათ შორის არის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის მოთხოვნა.
დაკავებულებს, რომელთაც წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული - ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.