ფერმერები ყურძნის ფასის გაზრდას ითხოვენ

28 სექტემბერი 2020, 21:09 1426 ნახვა

ყურძნის ფასის მომატების მოთხიოვნით, ქედაში ფერმერებმა აქცია გამართეს. ცოლიკაურის ჩაბარების ფასი გასული წლის მსგავსად 2 ლარია. ფერმერების თქმით კი, ვენახის შესაწამლი საშუალებებისა და მინერალურ სასუქებზე ფასების ზრდასთან ერთად ჩაბარების ფასი უნდა გაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყურძენი მათთვის შემოსავლიანი არაა. მთავრობას დროული ნაბიჯების გადადგმისკენ და ყურძნის სუბსიდირებისკენ მოუწოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა. მიშა ბოლქვაძის თქმით, ქედელ ფერმერებს, სეტყვის შედეგად მიღებული ზარალის  დაპირებული კონპესაციები ჯერ არ აუღიათ. ქედელი მევენახეები მოსავალს ძირითადად ქედის ღვინის ქარხანაში აბარებენ. ქარხნის მენეჯერი ამბობს, რომ ფასები გადაიხედება და ყურძნის ზუსტი ფასი 10 ოქტომბრამდე განისაზრვრება. ქედის მერიაში ამბობენ, რომ კონპენსაციების გაცემა დაწყებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი