დაპირისპირება ბოლნისში

28 სექტემბერი 2020, 18:53 1251 ნახვა

ბოლნისში, სოფელ ნახიდურში ადგილობრივმა ვეტერანებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გამართეს. მათ გუშინ „ჩაიხანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულ პარტიის მხარდამჭერებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბოლნისში ინციდენტი მოხდა „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხელკეტებით, ქვებით და მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეიარაღებულები დაესხნენ „ქართული ოცნების“ წევრებს. ნაციონალური მოძრაობა კი "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს ძალადობაში.  ბოლნისში მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით  დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში