აჭარის გარდა, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში 19 ოქტომბრიდან  ​განახლდება

28 სექტემბერი 2020, 12:09 2267 ნახვა

​საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, 19 ოქტომბრიდან, აჭარის გარდა ყველა სტუდენტი აუდიტორიას დაუბრუნდება.

„19 ოქტომბრიდან, უნივერისტეტები, პროფესიული სასწავლებლები უკვე არადისტანციურად, უშუალოდ აუდიტორიებში განაახლებენ სწავლასა და მუშაობას. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში გააგრძელონ სწავლა. ეს არის ეტაპობრივი.

დეტალურად ვაკვირდებით დინამიკას. ადაპტაციის პროცესის ეტაპების გათვალისწინებით არის ეს თარიღები შერჩეული – 12 და 19 ორშაბათია ორივე. მოსწავლეებისა და შესაბამისად სტუდენტების დაბრუნება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში ეტაპობრივად მოხდება“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში