ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში "ქართული ოცნების" წევრების გამოკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა. სამართალდამცველებს მათ გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან ინციდენტის შედეგად დაშავებულები. შემთხვევის დროს სულ 10-მდე ადამიანი დაშავდა.
გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ინციდენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში გუშინ მოხდა.