საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა

28 სექტემბერი 2020, 10:53 3132 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. რამდენიმე წუთში თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ბრიფინგი გაიმართება, სადაც დეტალებზე ისაუბრებენ. 

დღეს, 28 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1906-ს შეადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში