აჭარაში ამოქმედებული ახალი პროტოკოლი არცერთ პაციენტს სათანადო ზედამხედველობის გარეშე არ ტოვებს

25 სექტემბერი 2020, 18:43 1362 ნახვა

აჭარაში რეაგირების ახალი კოვიდ-პროტოკოლი “ბინაზე მკურნალობა” ამოქმედდა. ახალი პროტოკოლით, 112-ში შესული ზარები, რომლებიც კოვიდ-19-ის სიმპტომებზე მიუთითებს, გადამისამართდება ახლადგახსნილ ონლაინ-კლინიკებში შემდგომი სკრინინგისთვის, სადაც სადაც სამი ოჯახის ექიმი და ორი ოპერატორი, ონლაინ-კონსულტაციით აფასებენ პაციენტის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში მის მისამართზე სასწრაფო დახმარების ბრიგადას აგზავნიან - უშუალო შემოწმებისთვის, სხვა შემთხვევაში კი პაციენტს თვითიზოლაციის წესებს უხსნიან, ხოლო თუ პაციენტს თვითიზოლაციის სათანადო პირობები არ გააჩნია, მათ სასტუმროებში მოწყობილ კოვიდ მიმღებებში ამისამართებენ. ბინაზე მისული საექიმო ბრიგადა, უშუალოდ სინჯავს პაციენტს და შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი ან ცხელების ცენტრში ან სხვა ტიპის კოვიდ-სტაციონარში გადაყვანის შესახებ. ასეთი სქემა საშუალებას იძლევა 112-შივე გაიფილტროს კოვიდ-საეჭვო და სხვა ტიპის ჩივილების მქონე პაციენტები და შესაბამისად ისინი სხვადასხვა სერვის მიმართულებით დაიყოს, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადები გაიგზავნოს მხოლოდ საჭიროების მიხედვით და ამ გზით მოხდეს რესურსის ოპტიმიზაცია. დღის განმავლობაში ონლაინ-კლინიკაში 50-60 სატელეფონო ზარი შედის, ასეთი კლინიკა კი ამ ეტაპზე ორია.

"ონლაინ კლინიკის მთავარი ფუნქციაა, პაციენტი, რომლის მკურნალობაც შესაძლებელია ბინაზე დარჩეს ადგილზევე და მისი მკურნალობა მოხდეს პირადი ექიმის მეთვალყურეობით. ხოლო პაციენტები, რომლებიც წარმოადგენენ მაღალ რისკჯგუფს, ესეთი პაციენტები დააბრუნოს უკან 112-ში შემდგომი რეაგირებისათვის, სადაც მათ კოვიდცენტრებში გადაამისამართებენ” - აცხადებს საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის დირექტორი, ბექა იოსელიანი.

აჭარაში ამოქმედებული ახალი პროტოკოლი არცერთ პაციენტს სათანადო ზედამხედველობის გარეშე არ ტოვებს. 112-ის გარდა, ვირუსის გამოვლენის პროცესში ჩართულია საპატრულო ბრიგადებიც, რომლებიც ქალაქში შემოსასვლელებში დღეში საშუალოდ 9 ათას მგზავრს უტარებენ თერმო-სკრინინგს და ასევე მკაცრად გაწერილი პროტოკოლით რეაგირებენ ტემპერატურის გამოვლენის შემთხვევებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი