წელს რიო დე-ჟანეიროში ტრადიციული კარნავალი აღარ ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღეს. სამბას სკოლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის პირობებში კარნავალის უსაფრთხოდ ჩატარების შესაძლებლობა არ არსებობს.
ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, როდესაც რიოს კარნავალი დასრულდა.ბრაზილია კორონავიურისთ ინფიცირებულთა და ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. მსოფლიოში ამ დროისთვის 32 მილიონ 450 ათასზე მეტი დაავადებული და 988 ათასზე მეტი გარდაცვლილია.