ჩინეთში დაბრუნებას ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელები შეძლებენ

23 სექტემბერი 2020, 18:08 1209 ნახვა

28 სექტემბრიდან ჩინეთი ქვეყანაში იმ უცხოელ მოქალაქეებს შეუშვებს, რომლებსაც ჩინეთში  ბინადრობის მოქმედი ნებართვა  აქვთ- ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

„28 სექტემბრის შემდეგ უცხოელი მოქალაქეები, რომლებსაც  ჩინეთში  მუშაობის, პირადი საქმეებისა და ოჯახების გაერთიანების მიზნით აღებული მოქმედი ნებართვები გააჩნიათ, შეუძლიათ ქვეყანაში შესვლა. მათ ვიზების გასაფორმებლად  ხელახლა  მიმართვა აღარ სჭირდებათ“-ნათქვამია განცხადებაში.  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 მარტს  უცხოეთიდან კორონავირუსის შეტანის პრევენციის მიზნით  ქვეყანაში შესვლა აუკრძალა უცხოელ მოქალაქეებს, გარდა  დიპლომატებისა და  ზოგიერთი სხვა კატეგორიის პირისა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი