ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

23 სექტემბერი 2020, 13:26 2376 ნახვა

ბათუმში, მე-5 საჯარო სკოლის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბათუმის რესურსცენტრში  აცხადებენ, რომ სკოლის თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან გადასული, შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.

არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის 7 მასწავლებელია.

"სკოლა მუშაობს დისტანციურ რეჟიმში, ამდენად თანამშრომლები იქ არ დადიოდნენ. მიუხედავად ამისა სკოლაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და ყველა მასწავლებელს მიეცა რეკომენდაცია, რომ ჩაიტარონ ტესტირება და იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. სკოლის თანამშრომლები ბოლო რამდენიმე დღეა სკოლაში არ დადიოდნენ, სავარაუდოდ ინფიცირების წყარო არის სხვაგან.

პირველი ოქტომბრამდე სწავლა მიმდინარეობს დისტანციურად. თუ რა ფორმით გაგრძელდება, გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო"- განაცხადა გოჩა დავითაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში