ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

23 სექტემბერი 2020, 12:42 4164 ნახვა

ბათუმის სამშობიარო სახლში ერთი კოვიდინფიცირებული ორსულის საკეისრო კვეთა დასრულდა. სამშობიარო სახლის დირექტორის განცხადებით დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.

რამდენიმე საათში საკეისრო კვეთა კიდევ ერთ ორსულს ჩაუტარდება.

"ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებული ორსულის საკეისრო კვეთა დასრულდა. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ. ახლა მიმდინარეობს მეორე ორსულის მომზადება საკეისრო კვეთისათვის და სავარაუდოდ მისი ოპერაციაც რამდენიმე საათში დასრულდება.

ჯერ ახალშობილისთვის ტესტირება არ ჩაუტარებიათ. მიმდინარეობს ბავშვის მოწესრიგება, დასუფთავება, გადავა ბოქსირებულ განყოფილებაში იზოლირებულად, დღის განმავლობაში აუღებენ ნიმუშს და გაიგზავნება კვლევისათვის.

ამ ეტაპზე ბათუმის სამშბიარო სახლში 25 კოვიდინფიცირებული ორსულია მოთავსებული. იგეგმება ორის საკარანტინო სივრცეში გადაყვანა. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი მთავარი პრობლემა იყო ტესტირების პასუხების დაგვიანება, ეს საქმე გვარდება. გუშინ გავაგზავნეთ რამდენიმე ნიმუში, რომლსაც პირველადი კვლევისას უარყოფითი პასუხი ჰქონდათ, თუ მეორეჯერაც დაუდასტურდათ უარყოფითი გავწერთ. ასეთი სულ 4-ია"-განაცხადა ნუგზარ პაპავამ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში