საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

23 სექტემბერი 2020, 10:48 2447 ნახვა

დღეს, 23 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4140 -ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.

განკურნებულთა რაოდენობა კი 69-ით გაიზარდა და 1643-ია. 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, აჭარაში - 165, თბილისში - 34, რუსთავი - 4, იმერეთში -14, გურიაში - 4, დუშეთში - 1 და ზუგდიდში კი ორი შემთხვევაა დადასტურებული. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში