რეგიონში სრულად არის მობილიზებული ლოჯისტიკური რგოლი, ლაბორატორიული, ეპიდემიოლოგიური სიმძლავრეები როგორც ადამიანური, ასევე ტექნიკური რესურსი - თორნიკე რიჟვაძე

22 სექტემბერი 2020, 19:54 1303 ნახვა

რეგიონში სრულად არის მობილიზებული ლოჯისტიკური რგოლი, ლაბორატორიული, ეპიდემიოლოგიური სიმძლავრეები როგორც ადამიანური, ასევე ტექნიკური რესურსი - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძე.

„ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კოორდინაცია და მხარდაჭერა როგორც საკოორდინაციო საბჭოსგან ბატონი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ასევე იცით, რომ ლაბორატორიების მიმართულებაც გაძლიერდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან. ამავე დროს, გაძლიერდა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვა. მოხდა იქ დამატება და მივლინება ახალი ეპიდემიოლოგების, რომლებიც შეძლებენ უფრო მეტად ეფექტური გახადონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმიანობა“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რაც შეეხება დაინფიცირებული პაციენტების მართვას, რიჟვაძის თქმით, მართვის ნაწილში პრიორიტეტს წარმოადგენს კლინიკური მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება.

„ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გვქონდა კონსულტაციები. დღეს აჭარაში ჩამობრძანდა მარინა ეზუგბაია. მის კოლეგებთან ერთად ჩვენ უკვე გავაგრძელებთ ყველა კოვიდ-მართვის კლინიკასთან აქტიურ კომუნიკაციას, რათა კლინიკური მიმართულებები მეტად გაძლიერდეს, ასევე, პაციენტების კლინიკური მდგომარეობა უფრო კარგად შეფასდეს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ როგორც მკურნალობა, ასევე დაინფიცირებული ნაკადების მართვა მოხდეს უფრო ეფექტურად ისე, რომ არ შეექმნას საფრთხე ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში