აჭარაში პაციენტების ნაწილს ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობენ - თამარ გაბუნია

22 სექტემბერი 2020, 15:45 1480 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, აჭარაში უკვე პაციენტების ნაწილს ბინაზე მკურნალობენ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

"აჭარაში უკვე პაციენტების ნაწილი არის ბინაზე და ბინაზე უწევს მას მეთვალყურეობას ოჯახის ექიმი. ეს მოდელი არის აპრობირებული ბევრ ქვეყანაში და უკვე ჩვენც ეტაპობრივად ვამუშავებთ იმ დეტალებს, რომ ბინაზე მართვის მოდელი დაინერგოს  უსაფრთხოდ ისე, რომ იყოს შესაფერისი საყოფაცხოვრებო პირობები და არ დადგეს ოჯახის წევრებს შორის ინფექციის გავრცელების რისკი. უსაფრთხოდ განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში, რადგან კლინიკური სურათი ხშირ შემთხვევაში იძლევა იმის საშუალებას, რომ პაციენტი დარჩეს ბინაზე"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტის მოადგილის განმარტებით, ამ დროისთვის კლინიკებში იმყოფება სულ 1500-მდე პაციენტი მათგან 1300-ზე ოდნავ მეტი არის კოვიდინფიცირებული და სასტუმროებში 563 ადამიანი, რომლებიც კოვიდის გამო რჩება იქ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში