საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3913 -ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. განკურნებულთა რაოდენობა კი 40-ით გაიზარდა და 1 574-ს შეადგენს.
218 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა: 137 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში, თბილისში-47, სამეგრელო ზემო-სვანეთში 6, იმერეთში-26, გურიაში-2.
საავადმყოფოებში მკურნალობის კურსს 16 კრიტიკული პაციენტი გადის.
ქვეყანაში კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ერთი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 988 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი.