მოქალაქის პრეტენზიები კოვიდცენტრის მისამართით

21 სექტემბერი 2020, 18:37 1099 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს პრეტენზიებით ერთმა მოქალაქემ მიმართა. როგორც განმარტავს,    ოჯახის ერთ-ერთი წევრი მაღალი სიცხით მიიყვანეს კლინიკაში, რომელსაც ამავდროულად,  ფილტვების სიმსივნე აქვს. ოჯახის წევრების თქმით, პაციენტი მთელი დღის განმავლობაში მოთავსებული ყავდათ მხოლოდ კლინიკის მიმღებში -  და არა შესაბამის პალატაში.

მათ უთხრეს, რომ სანამ კოვიდ 19 ტესტს არ აუღებდნენ და შესაბამისად პასუხი არ იქნებოდა ვერ გადაიყვანდნენ სამკურნალოდ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში პრეტენზიებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა პირად საუბრებში განაცხადეს, რომ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობით მკურნალობს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი