ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო

21 სექტემბერი 2020, 14:17 1372 ნახვა

ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სასწავლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, აღსაზრდელები იმ პროდუქტებით იქნებიან უზრუნველყოფილნი, რაც სექტემბრის თვეში უნდა მიეღოთ.

საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები სასურსათო პროდუქტების მიღებას მათივე ბაღებიდან შეძლებენ. პროდუქტის გაცემა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში 8 000-მდე აღსაზრდელია. თითოეული მათგანის მშობელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ბავშვისთვის განკუთვნილი სასურსათო კალათა. გასულ თვეებში, ანალოგიურად წარმატებით განხორციელდა საკვები პროდუქტის დარიგება. საბავშვო ბაღების ადმინისტრაცია და მშობლები გაფრთხილებულები არიან დაიცვან დისტანცია და ყველა ის რეგულაცია, რაც საკოორდინაციო საბჭოს მიერ არის დაწესებული“-განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში