ეკიპირებული სამედიცინო პირი, არ ითვლება ახლო კონტაქტად - ნინო ნიჟარაძე

21 სექტემბერი 2020, 13:11 1654 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეკიპირებული სამედიცინო პირი არ ითვლება ახლო კონტაქტად. ამის შესახებ ნინო ნიჟარაძემ რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ უკვე გვყავს დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალი, მაგრამ სამედიცინო პირი, რომლებიც არის ეკიპირებული ის არ ითვლება ახლო კონტაქტად. ჩვენს ირგვლივაც თუ ვინმეს გამოუვლინდება დაავადება, რისკები არის მინიმალური თუ ორივე ნიღბითაა. ასევეა სამედიცინო პერსონალის ირგვლივ, ეკიპირებული სამედიცინო პირი არ ითვლება ახლო კონტაქტად.

​კლინიკის ნებისმიერ პერსონალს აქვს ვალდებულება, რომ იყოს ეკიპირებული სრულად, იმისათვის, რომ მოხდეს მათი დაცვა"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მინისტრის განმარტებით, თუ რომელიმე დაწესებულებაში მასიურ გავრცელებასთან გვაქვს საქმე და აქ არის მომხმარებლების ფართე შემხებლობა ამ შემთხვევაში შეიძლება ეს ორგანიზაცია დაიკეტოს 1-2 დღით იმ პირობით, სანამ არ გვექნება ყველა თანამშრომლის ტესტების პასუხი. 

"ყველა ორგანიზაციაში სადაც რაიმე შემთხვევა იკვეთება მის ირგვლივ მუშაობენ ეპიდემიოლოგები და ხდება რისკების იდენტიფიცირება. თუ ჩაითვალა, რომ იქ არის რისკი მინიმალური ან უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან შემხებლობაში მყოფი პირები არის ერთეული და უკვე მოხდა მათი იზოლაცია ამ შემთხვევაში ტარდება მხოლოდ სადეზინფექციო სამუშაოები და მათი ჩატარების შემდეგ ორგანიზაცია აგრძელებს მუშაობას. ჩვენ სისტემის პარალიზებას ვერ მოვახდენთ"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში კორონავირუსი 4 თანამშრომელს დაუდასტურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში