უკვე მეორე დღეა ბათუმის შემოსასვლელებში, 2 ლოკაციაზე ბლოკპოსტებია განთავსებული. ქალაქიდან გამსვლელი და შემომსვლელი თერმოსკრინინგს გადის. მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში კოვიდ-19-ზე ტესტს უღებენ.
თუმცა, ,,მთავარის’’ ობიექტივში დღეს მოხვდა ისეთი კადრებიც, როცა სამართალდამცველები ყველა ავტომანქანას არ აჩერებდნენ და შესაბამისად, ვერც ყველა მოქალაქე გადიოდა სავალდებულო თერმოსკრინინგს.
ადგილზე მყოფი სამართალდამცველების განმარტებით,ყველა მანქანას შეძლებისდაგვარად აჩერებენ.