საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა. სექტემბერის თვეში ერთა ლიგის ორი შეხვედრა გაიმართა, სადაც ვლადიმერ ვაისის გუნდა ერთი შეხვედრა მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დაასრულა.
საქართველოს ნაკრები რეიტინგში 2 ადგილით დაწინაურდა და 1267 ქულით 89-ე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება საქართველოს მომავალ მეტოქე ბელარუსს, ისინი ისევ 87-ე საფეხურზე იმყოფებიან.
ერთ ლიგის ფლეი ოფის შეხვდება ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ 8 ოქტომბერს "დინამო არენაზე" 20 საათზე დაიწყება.
თუ საქართველო ამ შეხვედრაში გაიმარჯვებს ფინალურ შეხვედრაში კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედიონიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.