სარკინიგზო ელექტროსამუშაოების შესრულების დროს ქუთაისში 2 მუშა დაიღუპა

17 სექტემბერი 2020, 17:51 1362 ნახვა

ქუთაისში, სავარაუდოდ ლიანდაგზე დენის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, რკინიგზაზე მუშები ელექტროგადამცემი ხაზის მავთულს ჭიმავდნენ. შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში