პირველი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით რეგულარული რეისები შესრულდება

17 სექტემბერი 2020, 15:17 1549 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პირველი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ფრენები შესრულდება.

გიორგი გახარიას თქმით, ავიარეისებს კომპანია „ვიზეარი“ განახორციელებს და ამ ეტაპზე კვირაში მხოლოდ ერთი რეისი შესრულდება.

''ფრთხილად, მაგრამ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესების, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით'' - განაცხადა პრემიერმა. 

ასევე გიორგი  გახარიას თქმით, ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ბერლინში სწავლობენ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება.

„ჩვენ უკვე ასეთი განვახორციელეთ სამი სუბსიდირებული რეისი და 500-მდე სტუდენტი გადავიყვანეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში. უახლოეს პერიოდში ბერლინის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სტუდენტების მხარდაჭერას, რათა სუბსიდირებით, შეღავათიანი ღირებულების ბილეთებით, ისინი დავუბრუნოთ იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებშიც სწავლობენ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში