ჩახუტებისგან თავი შევიკავოთ - ამირან გამყრელიძე

17 სექტემბერი 2020, 14:11 1594 ნახვა

​​დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პოლიტიკოსებს მოუწოდებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ახლო კონტაქტისა და ჩახუტებისგან თავი შეიკავონ.

ჟურნალისტების კითხვაზე, წინასაარჩევნო პერიოდში რამდენად რეკომენდირებულია, როდესაც კანდიდატები ამომრჩევლებს ეხუტებიან, ამირან გამყრელიძე პასუხობს რომ ეს სასურველი არ არის.

“არ არის სასურველი, ამ პერიოდში და საერთოდ არ არის სასურველ, უნდა გადავეჩვიოთ. გაზაფხულზე გახსოვთ იყო ჩვენი მოწოდებები, არ ვკოცნიდით ერთმანეთს მაინცდამაინც, არ ვეხუტებოდი. შევიკავოთ თავი დღესაც. მესმის, გარკვეული ემოციური ფაქტორია, მაგრამ მოდით, დავძლიოთ ემოცია. არ არის საჭირო ერთმანეთის გადახვევა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში