ტესტირებაზე მისული 1011 პედაგოგიდან კორონავირუსი შვიდს დაუდასტურდა - ამირან გამყრელიძე

17 სექტემბერი 2020, 12:30 1433 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, 2200 მასწავლებლიდან, რომლებიც აგვისტოში აჭარაში იმყოფებოდნენ  გამოკვლევაზე მივიდა 1011, მათგან ვირუსი 7 დაუდასტურდა.

ამირან გამყრელიძე პედაგოგებს, რომლებიც აჭარაში იმყოფებოდნენ თხოვნით მიმართავს მივიდნენ და PCR ტესტირება ჩაიტარონ.

"ჩვენ ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი ოდნავ პასიურობენ. დაახლოებით 2 200 მასწავლებელია საქართველოს მასშტაბით, რომლებიც იმყოფებოდნენ აჭარაში, განსაკუთრებით აგვისტოში. ისინი დაექვემდებარენ გამოკვლევას. გამოსაკვლევად მივიდა სულ 46%, ანუ 1011 და გვაქვს 7 დადასტურება. ამიტომ მე მათ ვთხოვ მივიდნენ გამოსაკვლევად, დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის ცენტრებს და ჩაიტარონ უფასო გამოკვლევა"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში