კორონავირუსი აჭარაში კიდევ ერთ ორსულს დაუდასტურდა, ინფიცირებული პაციენტი ბათუმის სამშობიარო სახლში შეიყვანეს, რომელიც გუშინ კოვიდ მიმღებ ცენტრად გადაკეთდა. აქ ჯამში 8 კოვიდინფიცირებული ორსულია მოთავსებული ,მედიკოსების განმარტებით ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, რომ კოვიდინფიცირებულებს ამ ეტაპზე სპეციალური მედიკამენტური მკურნალობა არ სჭირდებათ, მათ მონიტორინგში კი თერაპევტთან და მეან გინეკოლოგებთან ერთად კოვიდის მართვისთვის გამოყოფილი ინფექციონისტიც არის ჩართული.