ბათუმში, მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსი 5 ბენეფიციარს და 1 თანამშრომელს დაუდასტურდა

14 სექტემბერი 2020, 23:15 3000 ნახვა

ბათუმში, მოხუცთა თავშესაფრის ხუთ ბენეფიციარს და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილი. დაწესებულებაში კი, კარანტინია გამოცხადებული.

ამ დროისთვის, თავშესაფარში 120 ხანდაზმული ცხოვრობს.

ჯერ-ჯერობით მათი ინფიცირების წყარო უცნობია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში