დაინფიცირებული ხულოს რესურსცენტრის თანამშრომელი პარალელურად სკოლასა და კოლეჯში მუშაობდა

14 სექტემბერი 2020, 18:32 1410 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში სწავლა დისტანციურად დაიწყება. მიზეზი ხულოში დაინფიცირებული რესურსცენტრის თანამშრომელია რომელიც პარალელურად ხულოს სკოლასა და კოლეჯში მუშაობდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით კოვიდ 19 ხელვაჩაურში 2 პედაგოგს დაუდგინდა . რაც შეეხება დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს დაევალა სასწავლო დაწესებულებები სრულ მზადყოფნაში მოიყვანონ, როგორც ტექნიკური ასევე ინფრასტრუქტურული სიმძლავრეების კუთხით. რეგიონის პირველი პირის განცხადებით, არსებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად რეგიონის ჩაკეტვა არ იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში