აჭარაში ნამყოფი 808 გამოკვლეული მასწავლებლიდან კორონავირუსი 6-ს დაუდასტურდა 

14 სექტემბერი 2020, 15:30 1948 ნახვა

აჭარის რეგიონში ნამყოფი 808 გამოკვლეული მასწავლებლიდან კორონავირუსი 6-ს დაუდასტურდა-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, აჭარის რეგიონში ნამყოფი და აღრიცხული სულ 2 200 პედაგოგია.

"აჭარის რეგიონში ნამყოფი და აღრიცხული 2200 პედაგოგიდან, პარასკევს, შაბათსა და კვირას 808 მასწავლებლის გამოკვლევა მოხერხდა, რომელთაგანაც 6-ს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა.

მასწავლებლები იზოლირებულნი არიან და საავადმყოფოში იმყოფებიან"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში