"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, ღამის 12:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდა შემდეგ ქუჩებს: გიორგი ბრწყინვალეს ქუჩას გრიბოედოვის ქუჩიდან ჰაიდარ აბაშიძის ქუჩამდე.
კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.