ტურიზმი, მიწათმოქმედება და მესაქონლეობა მოსახლეობის მთავარ ეკონომიკურ პრიორიტეტებად სახელდება - NDI

14 სექტემბერი 2020, 11:52 1349 ნახვა

NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის ეკონომიკური პრიორიტეტები გეოგრაფიული დასახლებების მიხედვით განსხვავდება. თბილისში და სხვა ურბანულ დასახლებებში 58 % და 46 % მოქალაქეები პრიორიტეტს ტურიზმის განვითარებას ანიჭებენ, სოფლის ტიპის მოსახლეობა კი მიწათმოქმედებას -75 % და მესაქონლეობას 59 %.

კვლევაში საუბარია, რომ ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი აცხადებს, რომ უმუშევარია, რაც ივნისის კვლევასთან შედარებით შვიდი პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. 

ადგილობრივ დონეზე მოსახლეობა ყველაზე მეტად გზების მდგომარეობაზე - 31 %, წყალმომარაგებაზე - 22%, გარემოს დაბინძურებაზე -13 % და საცობებზე - 13 % წუხს.

თბილისში მთავარ პრობლემებად საცობებს და გარემოს დაბინძურებას, სხვა ქალაქებში და სოფლებში კი წყლისმომარაგებასა და გზებს ასახელებენ.

კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი”,-აღნიშნულია NDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში