საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ლ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 2020 წლის აგვისტოს დასაწყისში ლ.ჯ.-მ უკანონოდ მოიპოვა არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა და მათი საჯაროდ გავრცელების მუქარით დაზარალებულს ახალი ფოტოსურათების მისთვის გადაგზავნას და შეხვედრას აიძულებდა.
დანაშაული სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ლ.ჯ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სავარაუდო სასულიერო პირის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს, ახალაქალისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტიც გამოეხმაურა.