ჯარიმები და რეკომენდაციები

13 სექტემბერი 2020, 20:11 777 ნახვა

ქორწილები, ქელეხები და იუბილეები. აკრძალვის მიუხედავად მაინც იმართება. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა აჭარაში 600-მდე ბიზნეს სუბიექტს გაფრთხილება მისცა. 15 ობიექტი კი კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო 10 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ბექა ფერაძემ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

ამ ეტაპზე შემოწმდა, კვების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები და ქსელური მარკეტები ასევე სავაჭრო ცენტრები. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ეპიდ ვითარებაზე ისაუბრა ნინო ნიჟარაძემ. თქვა, რომ მოქალაქეებმა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ შექმნილ ვითარებას, მოერიდონ კონტაქტებს. რაც შეეხება კოვიდ მიმღებ ცენტრებს. ამ ეტაპზე რეგიონში ასეთი 3 -ია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში