14 სექტემბრიდან, ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას განაახლებს. მომხმარებლები სერვისებს კვლავ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით მიიღებენ, რაც პორტალ MY.GOV.GE-ზე უკვე დღეიდან იქნება შესაძლებელი. გარდა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნისა, მომხმარებელს კოვიდინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული მოთხოვნების მკაცრად დაცვა მოუხდება.მომხმარებლის ინტერესის გათვალისწინებით, წინასწარი დაჯავშნის გარეშე, მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის მიღება იქნება შესაძლებელი.
ბათუმის იუსტიციის სახლის გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სრულად განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული ყველა პრევენციული ზომა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას, კოვიდინფექციაზე ტესტირება ორჯერ ჩაუტარდა. შედეგად, 7-9 სექტემბრის შუალედში გამოვლენილი 3 შემთხვევის გარდა, ინფიცირების სხვა შემთხვევები არ დაფიქსირებულა.