კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად რუსთავი 2-ის მენეჯმენტმა პროტოკოლი შეიმუშავა. გადაცემებში სტუმრები სტუდიიდან არ ჩაერთვებიან, ასევე აკრძალულია რესპოდენტების მისვლა არხის ეზოში.
მკაცრი წესები 1 კვირის განმავლობაში იმოქმედებს ვიდრე ე.წ საინკუბაციო პერიოდი არ დასრულდება.დღეს რუსთავი 2-ში განმეორებითი ტესტირება მიმდინარეობს იმ ადამიანების, ვისაც ახლო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ თანამშრომელთან.