პანდემიის შემდეგ ქედაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ტენდერი პირველად გამოცხადდა. თვითმმართველობა 23 ობიექტზე გეგმავს სამუშაოების ჩატარებას.
სოფელ აქუცასა და დანდალოში ხიდების მშენებლობა იგეგმება, ხოლო ქედის ცენტრალურ სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გარდა ამისა ცენტრალური პარკი მოწესრიგდება , თუმცა პროექტის დასრულება ორი წლის შემდეგ იგეგმება.