პატიმრობა აღმკვეთ ღონისძიებად

12 სექტემბერი 2020, 20:42 1560 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ. მამის სასამართლო პროცესი. მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.  პროკურატურამ  თამაზ ხომასურიძეს დღეს ბრალი წარუდგინა ცრუ ჩვენების მიცემაში, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და მუქარაში, ბრალდების დოკუმენტში წერია, რომ დაკავებული ახორციელებდა მუქარას ფეიკპროფილისა და უცხო ტელეფონის ნომრის საშუალებით, ეს მუქარა კი ფეისბუქ პროფილის „ თეთრი ისრის“ საშუალებით განხორციელდა. გამოძიებით დადგინდა, რომ სოციალურ ქსელში პროფილს სზორედ ზ.ხ-ს მამა მართავდა. 

მკვლელობაში ბრალდებული შვილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, შეიძინა  ტელეფონი და არარეალურ აბონენტზე რეგისტრირებული სიმ-ბარათები. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, თ.ხ. 23 აგვისტოს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა. სადაც სასამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სულ სამი მუხლით,  რაც სასჯელის სახედ   სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თამაზ ხომასურიძის მორიგი სასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს ჩაინიშნა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში