სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების სამინისტროში აცხადებენ, რომ იმ ფონზეც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს საოკუპაციო ხაზზე.
მომავალი კვირის განმავლობაში სახელმწიფო მინისტრი ჟენევის თანათავმჯდომარეებს და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც განმარტეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ე.წ. ბორდერიზაციის, უკანონო პროცესის გაგრძელება მიუღებელია და შემაშფოთებელია. ამასთან უწყების ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ქართული მხარის მიერ სართაშორისო პარტნიორები მუდმივად არიან ინფორმირებული.