დღეს ორი "დინამოს" დერბი ქუთაისში გაიმართება

12 სექტემბერი 2020, 14:36 1395 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგა დიდხნიანი შესვენების შემდეგ განახლდა. მე-11 ტურის ცენტრალური დაპირისპირება ბათუმის ,, დინამოსა" და თბილისის "დინამოს" შორის გაიმართება. მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე უნდა გამართულიყო ,თუმცა აჭარაში რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო სტადიონის გახსნის ცერემონია გადაიდო და შეხვედრა ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.

მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება. ეროვნულ ლიგას 20 ქულით ბათუმელები ლიდერობენ ,ხოლო ქულით ნაკლები თბილისის "დინამოს" , თბილისის "საბურთალოს" და გორის "დილას" აქვს. შესვენების შემდეგ ცვლილებები არის ორივე გუნდში. შავიზღვისპირელთა შემადგენლობა დატოვა გუნდის ბომბარდირმა და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა ჯოვინო ფლამარიონმა , რომელიც იჯარით რუსულ "როტორში" ითამაშებს. დედაქალაქები კი მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა დატოვა და მის ადგილზე ჩისკო მუნიოსი დაბრუნდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში