პირველი შემთხვევიდან დღემდე ინფიცირების უპრეცენდენტო ზრდა ქვეყანაში

12 სექტემბერი 2020, 12:30 1570 ნახვა

კორონავირუსის ისევ მზარდი სტატისტიკა და ისევ ინფიცირების გაზრდილი რაოდენობა აჭარაში. ბოლო 24 საათში რეგიონში კოვიდინფექცია 80 ადამიანს დაუდასტურდა. კლასტერები ისევ ძველია, თუმცა მათ შორის ყველაზე მეტი ინფიცირებული ე.წ - ულ ქორწილის კლასტერს უკავშირდება. მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება. ეპიდემიოლოგები იკვლევენ ინფიცირებულების კონტაქტებს.

სწორედ  ამ  გარემოების საფუძველზე  სპეციალისტები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. რესპუბლიკური საავადმყოფოს გარდა კოვიდინფიცირებულებს მიიღებს კიდევ ერთიან კლინიკა რეგიონში.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში