გამაფრთხილებელი აქცია ქობულეთში- საოჯახო სასტუმროების მფლობელები ფიჭვნარის ტერიტორიაზე იკრიბებიან და ფეხით მსვლელობის გეგმავენ. ისინი საბანკო სესხის ერთი წლით გადავადებას და პროცენტის სუბსიდირებას ითხოვენ.
შეკრებილებს, ქობულეთის მერის მოადგილეები შეხვდნენ, ლევან ზოიძის განცხადებით, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და დღეს მათ აჭარის ეკონომიკის მინისტრიც შეხვდება.