ბათუმში ელიტ ელექტრონიქსის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა - მაღაზია დაკეტილია 

10 სექტემბერი 2020, 15:53 2483 ნახვა

ბათუმში ელიტ ელექტრონიქსის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ჭავჭავაძის 78/88-ში მდებარე ფილიალი დღეს დაკეტილია.  არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული მობილური ტელეფონების განყოფილების კონსულტანტია. 

კომპანიის ცნობით, ყველა თანამშრომელს უკვე ჩაუტარდა ტესტირება, ისინი იმყოფებიან თვითიზოლაციაში და ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მაღაზიის სრული დეზინფექცია.

''მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არ იმყოფებოდა მაღაზიაში, ჩვენი მხრიდან მომენტალურად მოხდა უსაფრთხოების ზომების მიღება და ფილიალის დახურვა. უახლოეს დღეებში ჭავჭავაძის ფილიალის გახსნა მოხდება სარეზერვო კადრებით'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 27 აჭარაშია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში