აჭარაში კორონავირუსის ათი შემთხვევის ინფიცირების წყარო დაუდგენელია

09 სექტემბერი 2020, 18:05 2011 ნახვა

კოვიდ-19 სავაჭრო ცენტრ ,,ნოვას’’ ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ინფიცირებული მოლარე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის, ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. სავაჭრო ცენტრში დასაქმებულებს პისიარ ტესტებზე ნიმუშებს უღებენ.

,,ნოვას’’ ადმინისტრაციის ინფორმაციით,როდის გააგრძელებენ მუშაობას ტესტების პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი. შენობას დეზინფექცია უტარდება.

5 შემთხვევა უკავშირდება ბათუმის სამშობიარო სახლს. აქედან 1 ინფიცირებული სამშობიაროს თანამშრომელია, დანარჩენი 4 კი დადასტურებული შემთხვევის ოჯახური კონტაქტია.

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სამშობიარო სახლმა მუშაობა დროებით შეაჩერა. მიმდინარეობს თანამშრომელთა ტესტირება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი